მეუფე დანიელი: ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ორგანიზაციაში “ბიბლიური თავისუფლება” გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი), წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკლესიის სახელით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ადამიანი, რომლიც გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“ ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება. 

„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“. ის განურჩევლად სქესისა ადამიანებს თავის რიგებში აწევრიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის მასში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას.

ეკლესია აფრთხილებს ყველას ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები