მამუკა მდინარაძე: უნდა ვიმსჯელოთ, 0-3-მდე პროცენტამდე ბარიერი რომელია უკეთესი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის

“პარლამენტში სამი ან ხუთი დეპუტატის შემოსვლა ან გასვლა კი არ არის პრიორიტეტი, აქ ქვეყნის ბედი წყდება და არგუმენტების გარეშე, რომ ვიღაცას ურჩევნია, ნულოვანი ბარიერი და ვიღაცას სამპროცენტიანი, ასე ვერ გადავწყვეტთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს მთელი მსოფლიო.

„0-დან 3 პროცენტამდე მემორანდუმზე ხელი ისედაც გვაქვს მოწერილი, რომელიც ყველა პარტიისთვის ღიაა. შეუძლიათ, მობრძანდნენ და გარანტია იმის, რომ 113 დეპუტატზე მეტი თუ იქნება პარლამენტში, 0-3-მდე იქნება საარჩევნო ბარიერი. რომელი იქნება? – ერთი, ორი, სამი თუ უბარიერო, ამას სჭირდება მსჯელობა. პარლამენტში სამი ან ხუთი დეპუტატის შემოსვლა ან გასვლა კი არ არის პრიორიტეტი, აქ ქვეყნის ბედი წყდება და არგუმენტების გარეშე, რომ ვიღაცას ურჩევნია, ნულოვანი ბარიერი და ვიღაცას სამპროცენტიანი, ასე ვერ გადავწყვეტთ. ვიმსჯელოთ, მობრძანდნენ პარლამენტში, არგუმენტები დადონ და საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელსაც მათ გარეშე, ცალკე ვერ მივიღებთ. უნდა ვიმსჯელოთ, 0-3-მდე პროცენტამდე რომელია უკეთესი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

ერთჯერადი შემოსვლები და ამ მიმართულებით პირობების დაყენება რეალური არ არის. ამიტომ ვუწოდეთ, ბავშვური თამაში თუ ზოგადად, თამაში. რომელი ვერსიის სასარგებლოდან იქნება არგუმენტები, იმ გადაწყვეტილებს მივიღებთ მათთან ერთად. პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს მთელი მსოფლიო. თუ რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია არ აღიარებს, რა თქმა უნდა, ესეც კი პრობლემად მიგვაჩნია, მაგრამ არა იმგვარ პრობლემად, რომ მათ დაკრულზე იაროს მთელმა ქვეყანამ, ცივილიზებულმა მსოფლიომ, რომელიც აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები