გიგა ბოკერია: არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს

“არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

„არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არცერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და, მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები