ლევან ბეჟაშვილი: ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, არ არის მართებული
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.
ბეჟაშვილის შეფასებით, ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, არ არის მართებული.
“ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებასა და ბოიკოტზეა საუბარი, არ არის მართებული. არ უნდა დავხურდავდეთ პოლიტიკური პარტიები და უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, რომ ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შემდეგ კი განვიხილოთ უკვე სხვა საკითხები”, – აცხადებს ბეჟაშვილი.