იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილმა იცის ამომრჩევლის ენა, ფაქტია, რომ მათ ხმებს იღებს
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი სპეციფიკური პოლიტიკა, რომელიც ყველას არ ესმის.
„სააკაშვილი თავის ამომრჩეველზე მუშაობს. მე არ ვიცი, ეს ხალხი რა კრიტერიუმით აძლევს ხმას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა იცის მათი ენა. ფაქტია, რომ მათ ხმებს იღებს მიუხედავად იმისა, რას ჩაიდენს და რას გააკეთებს. მან მიაღწია იმას, რომ ამომრჩეველს მასზე კრიტიკული აზრი არ უჩნდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს ,,კორუმპირებულს,, უწოდებს და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
„კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.