ლანჩხუთში მანქანა, რომელშიც დედ-მამა შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხევიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. აცანა-მამათის გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში მშობლები და სამი შვილი იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად 50 წლის მამაკაცი დაიღუპა. დედასა და სამ არასრულოვანს მოტეხილობები აღენიშნებათ. ისინი ლანჩხუთის კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები