სოზარ სუბარი: თუ რეალურად რამე საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება ამის დადგენა

“თუ რეალურად რამე საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ. ამ არგუმენტის საზოგადოებისთვის წარდგენა, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება ამის დადგენა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისიას შეუძლია, ძალიან ბევრი საკითხი საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს.

„სხვათა შორის, კიდევ ერთი თემა, რასაც ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, არის ის, რომ არ მიიღეს სასამართლოებმა ძალიან ბევრი საჩივარი და კომისიებში არ მოხდა განხილვა. ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება და საზოგადოებას ვეტყვით პასუხს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი ან ერთი და იგივე საჩივარი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ დაწერილი, რომ რაოდენობა გაზრდილიყო. მართლა ასეა, თუ რეალურად რამე საფუძველი ჰქონდათ ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ. ამ არგუმენტის საზოგადოებისთვის წარდგენა, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება. თუნდაც ესეც უნდა გააკეთოს ამ კომისიამ“, – აღნიშნა სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ წინ არის პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები