ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე: საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს, რათა ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე, მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსტვიტერზე“ უპასუხა და დაწერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, უერთდება ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფად იმოქმედონ, რათა შეაჩერონ ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, – წერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები