შალვა პაპუაშვილი – მსვლელობაზე: ამის მერე თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან
ამ წუთებში თბილისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს მოთხოვნით, გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი და შემსუბუქდეს რეგულაციები.
აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ანტი-ლოქდაუნ აქციები ევროკავშირის ქვეყნებშიც იმართება. ამაში ჩვენ მათ ვგავართ. იქ ამ აქციებს რადიკალი მემარჯვენეები, კონსპირაციის თეორიის მიმდევრები, მეცნიერების უარმყოფელი მარგინალები მართავენ. როგორც ჩანს, ამაშიც ვგავართ.
ოღონდ ჩვენები ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან. აი, ისინი, ამ წუთას პოლიციელს პირბადის გარეშე, სახეში რომ ასუნთქავენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი