ნანა ცერცვაძე: ყველა იბრალებს, ჩემი დამსახურებაა, რომ ვიხსნებითო.. არადა, 4%-ს ჩამოცდა მაჩვენებელი, დათქმაც ასეთი იყო: ჩამოცდება – გავიხსნებით

“ბევრი პოსტი შემხვდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის, ჯგუფებში და ერთი საერთო აქვთ – ყველა იბრალებს, ჩემი (და ჩემი კოლეგების) დამსახურებაა, რომ ვიხსნებითო”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნანა ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი პოსტი შემხვდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის, ჯგუფებში და ერთი საერთო აქვთ – ყველა იბრალებს, ჩემი (და ჩემი კოლეგების) დამსახურებაა, რომ ვიხსნებითო.. არადა, 4%-ს ჩამოცდა მაჩვენებელი. დათქმაც ასეთი იყო: ჩამოცდება – გავიხსნებით. ჰოდა, საიდან ამხელა ამბიცია, ხალხო?! მაინც, ნუ იჩქარებთ, აცდება – ჩაგვკეტავენ ისევ! მთავარია, ფრთხილად ვიყოთ და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – წერს ნანა ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები