დიმიტრი ხუნდაძე – ელისაშვილს: სააკაშვილის გავლენა შემოგყვათ, თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ, თან ეს გავლენა იგრძნობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ,,მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მასთან და ოპოზიციის სხვა წევრებთან სააკაშვილის გავლენა იგრძნობა.

ამის შესახებ ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ბატონი ალეკოს პირველ სიტყვაზე უკვე მომეჩვენა, რომ მათ სააკაშვილის გავლენა შემოყვათ. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ, თან ეს გავლენა იგრძნობა და ამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა. უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ამ გავლენისგან და უნდა აღიაროთ, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე უარი თქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები