არჩილ თალაკვაძე: კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი

“კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის ბიურომ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პირველი სხდომა გამართა და 2-5 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა.

„ძალიან დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება. კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ერთად გავაცნობთ. ასევე, რეგლამენტის თანახმად, ვგეგმავთ გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები