აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 34 693-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 196 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 103, ხოლო ონლაინკლინიკაში – 260.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები