„დღეს ყველაფერი გადაფასებულია და არ არის შეფასებული მართლაც ღირებული კულტურა, განათლება და მათი ღირსეული წარმომადგენლები“!
განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკუთარ აზრს ფეისბუქის გვერდზე პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ირინე გოჩაშვილი აქვეყნებს.
„მე კი მგონია, რომ კულტურა და განათლება ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს და ბარაქიანადაც ფინანსდებოდეს! მაგრამ რა აზრი აქვს ამას, რადგან არც კულტურა გვაქვს და მით უფრო – განათლება, რომელსაც ესოდენ ელოლიავებოდნენ ჩვენი წინაპრები!
დღეს ყველაფერი გადაფასებულია და არ არის შეფასებული მართლაც ღირებული კულტურა, განათლება და მათი ღირსეული წარმომადგენლები“! – წერს ირინე გოჩაშვილი.