მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს

“დარწმუნებული ვარ, ISFED-ს დღესაც ექნება მანიპულაცია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ,,სამართლიანმა არჩევნებმა” შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ვერ მოახერხა.

,,როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს. სხვანაირად წარმოუდგენელია. არსად არ ხდება, სადაც ჩვენნაირი საარჩევნო სისტემაა. შესწორების ოქმს, რომელსაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს და ესწრებიან პარალელური დათვლის მწარმოებელი კონკრეტული პირები, ამას თუ არ გაითვალისწინებ, ისევ გექნება სპეკულაციის საშუალება. მე არ ვიცი, მათ რა თქვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ წინასწარ, ISFED-ს ექნება დღესაც მანიპულაცია. რამდენიმე საათში გაგცემთ ამაზე პასუხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკო-ს ოფიციალურ რიცხვებს დაუახლოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები