აჭარის კოვიდკლინიკებში 192 პაციენტი მკურნალობს, სამის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი.

კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში გამოჯანმრთელებულია 34 590 პაციენტი.

ამასთან, კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის მკურნალობას გადის 192 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 100 ინფიცირებული რჩება, ონლაინ კლინიკაში კი – 270.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები