საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 148-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.