მსოფლიოში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარების განცხადებით, მსოფლიოს სიმსივნით დაავადებულთა რიცხვის ზრდა ემუქრება. მათი ვარაუდით, 2035 წლისთვის, ყოველწლიურად, სიმსივნით 24 მილიონი ადამიანი დაავადდება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეალური გარდუვალობის წინაშე ვდგავართ – ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ შეიძლება სიმსივნის თავიდან აცილება, და, უწინარესად, საჭიროა ბრძოლა ალკოჰოლიზმის, მოწევის და ზედმეტი კვების წინააღმდეგ. მათივე თქმით, მოსახლეობის დონე სწორი კვების აუცილებლობის შესახებ ინფორმირებულობის თვალსაზრისით საგანგაშოა.
ყოველწლიურად სიმსივნით 14 მილიონი ადამიანი ავადდება, თუმცა 2015 წლამდე ეს ციფრი 19 მილიონს მიაღწევს, ხოლო 2030 წელს – 22 მილიონს და უკვე 2035 წლისთვის სიმსივნით 24 მილიონი ადამიანი დაავადდება. საერთაშორისო სააგენტოს განყოფილების უფროსის, სიმსივნის მკვლევარ კრის უაილდის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ მსოფლიოში ხარჯები იზრდება, და ეს პირველ რიგში მოსახლეობის რაოდენობის ზრდითაა გამოწვეულია. დაავადების დანახარჯები მდიდარ ქვეყნებშიც კი ვერ კონტროლდება. სიმსივნის მთავარი გამომწევევი მიზეზებია: მოწევა, ალკოჰოლი, ინფექციები, არაჯანსაღი კვება, რადიაციული მზის სხივები, დაბინძურებული ჰაერი, დაგვიანებული დედობა და ძუძუთი ბავშვის კვებაზე უარის თქმა. კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ავსტრალიის სამხრეთ უელსის ახალი უნივერსიტეტიდან ბერნარდ სტიუარტმა განაცხადა, რომ სიმსივნით დაავდებას ხალხის უმრავლესობაში მათივე მავნე თვისებები იწვევს, მაგალითად მან ავსტრალიაში მზის აბაზანები დაასახელა. ეს ეხება შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარებას, რაც სიმსივნით დაავადების რისკებს ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები