ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინებულ მუშაობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოსა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებმა ერთმანეთს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და მხარდაჭერა დაუდასტურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები