ლევან სილაგავა: დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, პური 15-20 თეთრით მეტი ეღირებოდა

“თუ სექტემბრის თვეში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.

„მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მხრივ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო და ახლაც დაძაბულია. სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი, კვოტირების ფარგლებში, 25 ევროს გადასახადს აამუშავებს და პირველი მარტიდან ეს იქნება 50 ევრო. ჩვენ გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა, დღესაც დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, რომ ამ საბაჟო ტარიფებმა არ იმოქმედოს. თუ სექტემბრის თვეში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს, ანუ 50 პროცენტით გაძვირდა. შესაბამისად, ეს გაძვირება ფქვილზე გადავიდა და შემდეგ უნდა გადასულიყო პურში. დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, რომელიც პირველ დეკემბერს დაიწყო და პირველ აპრილამდე გრძელდება, დღევანდელი პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა“, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები