ადვოკატი – კარტოგრაფების საქმეზე: მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ – ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ

“ეს არ იყო თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი სირთულე და უკანონობა გვქონდა”, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით ამ ორი ადამიანის – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულს დაამტკიცებს.

“ეს არ იყო თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი სირთულე და უკანონობა გვქონდა, როგორიც იყო, მაგალითად, პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების სათანადოდ დაშვების შეზღუდვა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა დაცვის მხარის უფლების განხორციელება. ასეთი იყო პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდებულთა სათანადო შეხვედრის შეზღუდვა.

ამ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით ამ ორი ადამიანის დანაშაულს დაამტკიცებს. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

დღეს წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს რამდენიმე საკითხი გვაქვს. ჩვენ დავაყენებთ მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი, გვაქვს შუამდგომლობები ექსპერტიზების დაუშვებლობაზე, სადაც დაინტერესებული და სუბიექტური პირები არიან ჩართულნი, სხვა მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არის მოპოვებული”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანლობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები