ნორვეგია საზღვრებს კეტავს

ნორვეგიის მთავრობა 29 იანვრიდან, კორონავირუსის ინფექციის აფეთქების ფონზე, საზღვრებს კეტავს. სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ერნა სულბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა ზოგიერთი ქვეყნის მედიცინის მუშაკებზე არ გავრცელდება, თუმცა, ქვეყანაში შრომითი მიგრანტების უმრავლესობა შეღწევას ვერ შეძლებს.

ამასთანავე, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოქმედი შემზღუდავი ზომები ინფექციის გავრცელების პრევენციაზე  ისახება, მათ შორის, ე.წ.ბრიტანულ შტამზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები