სოზარ სუბარი: ჩვენ ოპოზიციაზე ალბათ ძველი წყევლა მოქმედებს, რომ თვითონაც არ იციან და არც არავისი არ ესმით

სამწუხაროდ ჩვენს ოპოზიციაზე ალბათ ძველი წყევლა მოქმედებს, რომ თვითონაც არ იციან და არც არავისი არ ესმით, რომ ვიღაცას მაინც დაუჯერონ და გაუგონონ, – განაცხადა  “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა – არ შესვლის საკითხზე კომენტირებისას, აჭარის მაუწყებლის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, თუ არსებობს ოპოზიციიდან, რომელიმე კანდიდატი, ვის შესვლასაც პარლამენტში არ ისურვებდა, – სუბარმა პასუხი არ გასცა, თუმცა მან დაასახელა ოპოზიციური პარტიენი და ლიდერები, რომლების განცხადებებით და საქმინობით იგი გაკვირვებულია.

“ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით, რომ მართლაც გამკვირვებია ამ ოპოზიციის რადგან ერთის მხრივ ითხოვენ, რომ მათი მანდატები განვიხილოთ და კანონი აღვასრულოთ და მეორეს მხრივ მოთქვამენ, რომ არიქა ესენი მართლა აპირებენ მანდატების შეწყვეტას და არ შეგვიწყვიტოთო. აი ასეთი მკაფიო გზავნილი მოსჭვიოდა, მაგალითად ლელოს ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან. დღეს იგივე წავიკითხე სტრატეგია აღმაშენებელის ერთ -ერთი ხელმძღვანელის განცხადებიდან, ასევე არმაზ ახვლედიანის განცხადება, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებულია და იგივე შინაარსს და იგივე გზავნილს შეიცავდა.

მესმის, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი თუნდაც საკუთარი სიტყვების ტყვეობაშია, ერთხელ განცხადება გააკეთეს და ახლა უჭირთ უკან გადასვლა. ძალიან ბევრია ასევე ამ საერთო საქმეში მოღალატის სტატუსი, რომ არ ჰქონდეთ. ზოგი მართლა ბულინგის მსხვერპლია, მაგრამ მგონია, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა იპოვოს ძალა, რომ ის, რაც მიაჩნიათ უკეთესად ქვეყნის მომავლისთვის, ის ნაბიჯი გადადგან და დარწმუნებული ვარ მათი უმრავლესოა ამ შემთხვევაში შემოვიდოდა პარლამენტში.

ოპოზიცია რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზე მომართული და მხლოდ რევოლუციაზე ლაპარაკოს და მათი უმრავლესობის მმართველობაც გვახსოვს კატასტროფა იყო ქუჩაში დახვრეტით დაწყებული ცხეებში რა ხდებოდა არაფერზე ვამობ მთავარ დანაშაულზე 2008 წლის ომი და ტრაგედია რომ ვერ აიცილეს თავიდან და ამის შემდეგ იგივე ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ხელი ოუწერეს კუპანტს რომ სქართველოს ბრალი იყო ომის დაწყება. ამ დანაშაულების ცამდენი პარტია რომ გითხრათ რომ რამსასარგებლოს შემატებს მათი ყოფნა პარლამენტს და ქვეყანას მე ესე არ ვფიქრობ , მაგრა როცა ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში ხსვანაირად ფიქრობს, მაგალირად ისე მე ან ცემნაირი ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ მათ კეთილი უნდა ინებონ და შემოვიდნენ პარლამენტში. ნახევარი მილიონი ამომრჩვეელი ცოტა არ არის და არ შიძლება ხაზი გადაუსვა ამას.

ოპოზიციას ჩვენც ვთხოვთ იგივე სთხოვს მათი ამომრჩეველი და ეს დაადასტურა NDI -ის დასკვნამ იგივე ეუბნებიან ყველა ჩვენი მეგობარი. ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა ეუბნება, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის პარლამენტში შესვლა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ოპოზიციაზე ალბათ ძველი წყევლა მოქმედებს, რომ თვითონაც არ იციან და არც არავისი არ ესმით, რომ ვიღაცას მაინც დაუჯერონ და გაუგონონ. ამ შემთხვევაში მათ კეთილმოსურნეებს რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის კეთილისმოსურნენი”, – განაცხადა სუბარმა აჭარის მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალი სივრცე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები