თურქეთმა სირიის საზღვართან “ისლამური სახელმწიფოს” 12 წევრი დააკავა

თურქმა სამართალდამცველებმა სირიის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს “ისლამური სახელმწიფოს” 12 წევრი დააკავეს, მათგან ერთი ინტერპოლის მიერ “წითელი ცირკულარით” იძებნებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც ათობით ეჭვმიტანილმა სირიიდან თურქეთში შესვლა უკანონოდ სცადა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავებულთაგან  რუსეთის 5,  უზბეკეთის 4 და  ყირგიზეთის 3 მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები