მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ვაქცინაციის პროცესი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვქონდა შესაძლებლობა წარგვედგინა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა, რომელიც იქნება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოხდეს ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც უკვე შესყიდული აქვთ ვაქცინები, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ისინი. აქვე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ვაქცინაციის პროცესი, რაც ასევე გულისხმობს ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსების სრულ მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები