აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 65 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 65 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 460-ს შეადგენს.

კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას კლინიკაში გადის 211 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში – 317.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები