ჯანმო: იმ პირების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის რეკომენდაციით, რომ იმ პირების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, რადგან ნარჩუნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიც არის მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ხველება, ასევე, ასეთი პირები ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებენ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ასეთ მდგომარეობას ოფიციალური სახელწოდება არ აქვს, რადგან ჯერ კიდევ მუშავდება და დაკვირვების საგანია.

ამასთანავე, ექიმები და მედიასაშუალებები ამ მდგომარეობას ხშირად “პოსტკოვიდურ სინდრომს” უწოდებენ.

ჯანმო-ს გზავნილია, რომ მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტები საჭიროებენ აუცილებელ სამედიცინო დაკვირვებასა და მკურნალობას.

“თებერვალში კონსულტაციების სერიას გავმართავთ, რომ მოხდეს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, მის ქვეტიპებთან, ასევე შემთხვევების განსაზღვრა. ამის შემდეგ მოხდება ამ მდგომარეობის სახელწოდების მინიჭება”, – აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში.

ამის მიუხედავად, ორგანიზაციას რამდენიმე რეკომენდაცია უკვე აქვს.

კერძოდ, სახლის პირობებში სისხლში ჟანგბადის შემოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული ჰიმექსიმეტრია. ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის კი, თრომბოზის წარმოქმნის პრევენციისთვის რეკომენდებულია ანტიკოაგულანტური მედიკამენტების დაბალი დოზები. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, რომლებიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებული, აუცილებელია,  ისინი მუცელზე დააწვინონ, რომ ფილტვებს ჟანგბადი მიეწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები