“ბავშვი თუ პარაზიტია, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!” – დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება

“ბავშვი თუ პარაზიტია, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”, – დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ის მრევლს ცრუ ინფორმაციასაც აწვდის და ეუბნება, რომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.

“მუქარები დაიწყეს, აცრას თუ არ გაიკეთებ, პენსიას მოგაჭრიან და სოციალურს მოგიხსნიან, ჯერ რა პენსიაა, მათხოვრულია. ქართველს სოციალური უნდა სჭირდებოდეს?! მე პენსია უნდა მჭირდებოდეს?! მე ინტერვიუც მაქვს მიცემული, რადგან ჭიათურის მოქალაქე ვარ და ვემსახურები ამ მოწამლულ ქვეყანას 1000 ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ-თქო ჯიბეში. არ დამიმალავს მე. და მუშას რამდენს მისცემთ, არ ვიცი-თქო.

თქვენ, სულ ყველას კორონა გაქვთ მოხდილი. რითი მოიხადეთ?! ღვთისმშობლის დახმარებითა და გენეტიკური სიძლიერით, ჩემო კარგებო. თვითონ ლაბორატორიის ხალხი ამბობდა, ქართველებს რა გენეტიკა აქვთო. იტალიელებს გენეტიკა არ უვარგათ, ღვთისწყალობა იმათ არ აქვთ. ესპანელები ქვას თუ ფეხს წამოკრავენ, ღმერთს იხსენიებენ ცუდად, ეს დეგენერატები. ღმერთმა გაავსო იქაურობა მკვდრებით და უარესს იზამს კიდევ.

ახლა ამბობენ, თურმე, ისეთი ვირუსი გამოდის, ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ, მთავარია – ვაჟკაცები, პატიოსნები, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იქნები, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს”, – აცხადებს დეკანოზი თადეოზ სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები