ჰოლანდიაში, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, “კომენდანტის საათი” პირველად ამოქმედდა – საპროტესო აქციებზე პოლიციამ 250-მდე ადამიანი დააკავა

ნიდერლანდებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგულაციების გამკაცრებას კოვიდის ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი თქმით, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ნიდერლანდებში, პირველად ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ძალაშია 23 იანვრიდან 9 თებერვლამდე.

„საღამოს 9 სთ-დან დილის 5-ის ნახევრამდე იკრძალება საცხოვრებელი სახლის დატოვება. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი სამსახურიც მოითხოვს დროის ამ შუალედში გადაადგილებას. პრემიერის განცხადებით, ამ შეზღუდვის დაწესების საჭიროება განაპირობა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების საშიშროებამ“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, აღნიშნულია, რომ ჰოლანდიაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საპროტესო აქციებზე პოლიციამ 250-მდე ადამიანი დააკავა.

„23 იანვარს, ე.წ. კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ (9:30-4:30) ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა ამსტერდამში კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა ფოიერვერკებიც ესროლეს სამედიცინო და პოლიციის შენობებს. პოლიციის განცხადებით, მათ მომიტინგეები ძალადობისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე განცხადებით, დემონსტრანტების ქმედება იყო სრულიად მიუღებელი და უკანონო არა მხოლოდ პოლიციის, არამედ – იმ მედიკოსების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდთან ბრძოლაში
ასევე, 25 იანვარს, ქ. ეინდჰოვენში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომების წინააღმდეგ გამოსულმა მომიტინგეებმა ქალაქში ცეცხლი გააჩინეს. პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა. აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები