ისრაელში, პანდემიის გამო, რელიგიური სკოლების დაკეტვის საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა

24 იანვარს იერუსალიმის გარეუბან ბნეი ბრაქსა და ქალაქ აშდოდში რელიგიური სკოლების დაკეტვით უკმაყოფილო, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგე ულტრაორთოდოქს ხასიდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. იერუსალიმში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ 4 პირი დააკავა.
ისრაელში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს გადაწყვეტილება, აკრძალონ ქვეყანაში შესვლა და ქვეყნის დატოვება. ხელისუფლება წააწყდა არაერთ წინააღმდეგობას კოვიდ რეგულაციების, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვის მიმართულებით. ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები