კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო, პოლიციამ ლონდონში მუსიკალური წვეულება დაშალა, აშშ-ში კი ღამის კლუბი დახურა

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციამ დაშალა მუსიკალური წვეულება, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა, პოლიციამ 78 მონაწილეს გამოუწერა 200 ფუნტიანი ჯარიმა კოვიდ რეგულაციების დარღვევისა და არაკანონიერ შეკრებაზე დასწრების გამო. „ჩვენი ოფიცრები იძულებულნი იყვნენ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გამკლავებოდნენ ამ ხალხმრავალ შეკრებას, რომელსაც ესწრებოდნენ უპასუხისმგებლო ადამიანები, კოვიდრეგულაციების ყველანაირი წესების დარღვევით. პოლიციელები განაგრძობენ ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვას, თუმცა, მიუღებელია, როდესაც მათ უწევთ სრულიად არასაჭირო რისკზე წასვლა, თავიანთი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ფასად“, – ვკითხულობთ პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე, კოვიდრეგულაციების დარღვევით გახსნილი ღამის კლუბი დახურა პოლიციამ აშშ-ში. მასაჩუსეტში პოლიციამ დაშალა „არალეგალური ღამის კლუბი“, რომელიც მოწყობილი იყო საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ბარითა და მომსახურე პერსონალით. პოლიციაში შევიდა მეზობლების შეტყობინება, რომლებიც ჩიოდნენ ხმაურის გამო და, საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, პოლიციელებმა მიაგნეს არალეგალურ კლუბს, სადაც 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აღიძრა საქმე და მიმდინარეობს გამოძიება კოვიდრეგულაციების მრავალმხრივი დარღვევისათვის. „ეს არის სრულიად სულელური და უპასუხისმგებლო საქციელი. შესაძლოა, სწორედ ეს ადამიანები არიან კორონავირუსის ინფექციის გამავრცელებლები, რაც შემდგომში განაპირობებს იმ ეპიდსიტუაციას, რის შესახებაც ჩვენ მუდმივად გვესმის“, – აცხადებს პოლიციის ოფიცერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები