ფინეთში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების სამი ფაქტი დაფიქსირდა

ფინეთში, კორონვირუსისგან ვაქცინაციის შემდეგ, გარდაცვალების სამი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, აღნიშნული ვაქცინას არ უკავშირდება.

ამის შესახებ ფინეთის ფარმაცევტიკის სფეროს უსაფრთხოებისა და განვითარების სააგენტოში(Fimea) განაცხადეს.

“25 იანვრისთვის დაფიქსირებულია გარდაცვალების სამი შემთხვევა, ყველა მათგანიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ პაციენტი იმ დაავადებას ემსხვერპლა, რომელიც მას ვაქცინაციამდე გააჩნდა. აცრასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ იცვლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინეთში მოსახლეობის ვაქცინაცია 2020 წლის 25 დეკემბერს დაიწყო. ამ დროიდან 24 იანვრამდე ქვეყანამ პრეპარატის 195 ათასი დოზა მიიღო, ასევე, 25 იანვრიდან – 7 თებერვლის პერიოდში კიდევ 45 ათას დოზას ელოდებიან.

ფინეთში ვაქცინა 106 098-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 29,7 ათასი 70 წელს გადაცილებული პირია.

ფინეთი მხოლოდ ორი მწარმოებლის Pfizer/BioNTechin-ისა და Moderna-ს ვაქცინებს ღებულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები