მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან ვირუსით 100 297 653 ადამიანია ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემს Worldometer აქვეყნებს.

აქედან თითქმის მეოთხედი ინფიცირებული, შეერთებულ შტატებზე მოდის – 25,7 მილიონი. მეორე ადგილზეა ინდოეთი 10,7 მილიონით, მესამეზე ბრაზილია, სადაც კოვიდ19 – 8,9 პირს აქვს დადასტურებული, მეოთხეზე რუსეთი 3,7 მილიონით.

ვირუსით 2 149 835 მილიონია გარდაცვლილი.

თუმცა, ჯონს ჰოპკინისის ინსტიტუტი, რომელიც კორონასტატისტიკას ონლაინ რეჟიმში აკვირდება განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს.

​კერძოდ, მსოფლიოში 99 755 496 პირს აქვს დადასტურებული, 2 141 228 ადამიანი გარდაიცვალა.

ინსტიტუტის მონაცემითაც ანტილიდერთა ოთხეულს აშშ, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი წარმოადგენენ.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, აქ ინფიცირების მილიონია ბარიერი გადალახული აქვთ ბრიტანეთს 3 680 101; საფრანგეთს 3 116 355; ესპანეთს 2 593 382; იტალიას 2 475 372; გერმანიას 2 154 656; პოლონეთს 1 478 119;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები