ვახტანგ მეგრელიშვილი: “კაჩაობა” ჩემთვის მართლა არ “მოსულა”

“გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიასთან საუბრისას მოეჩვენა, რომ ის დაემუქრა.

მეგრელიშვილის თქმით, “კაჩაობა” მისთვის მიუღებელია.

“ნიკასთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ერთად ვიაროთ შეთანხმებისკენ, ანუ მოლაპარაკებისკენ და ნიკას სანაცვლო თხოვნა იყო, რომ რაღაცნაირად “ევროპულ საქართველოსა” და ვაშაძესთან მიმდინარე ჩვენი წინა კვირის კონფლიქტი დაგვესრულებინა. სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკის გარეშე არ გამოვა. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ვამთავრებთო ამ თემასო, ნიკამ თქვა, რომ აზრი აღარ აქვსო საუბარსო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაინც აქვს მნიშვნელობა ამ თემის გამოტანას, საჯაროდ საუბარს და ამას მოჰყვა სინამდვილეში ჩვენი კონფლიქტი. იარაღის ტარების უფლება ჩემი აზრით, ყველას აქვს. “კაჩაობა” ჩემთვის მართლა არ “მოსულა…”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

​ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან საუბრისას მოეჩვენა, რომ ის დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა, პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების ნება მისცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები