ირანის სასულიერო ლიდერი მხოლოდ რუსულ და ჩინურ ვაქცინებს ენდობა

ირანის სასულიერო ლიდერი, ალი ხამენეი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ და ჩინურ ვაქცინას უფრო ენდობა ვიდრე ამერიკულს.

ამის შესახებ ირანის ინტელექტუალური და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ფადი ას-საიიდმა განაცხადა.

“არსებობს სხვა ხელმისაწვდომი ვაქცინებიც. არსებობს ჩინური და რუსული პრეპარატი, მათ მიმართ ირანის ლიდერის ნდობა ბევრად მაღალია, ვიდრე ამერიკული ვაქცინის მიმართ”, – თქვა მან.

ამჟამად, ირანს კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ გააჩნია, თუმცა, ქვეყანა საკუთარ პრეპარატებს ამუშავებენ. პირველი ვაქცინა – “კოვო-ირანი” მოხალისეებს უკვე შეუყვანეს, კიდევ რამდენიმე პრეპარატი უკვე მზად არის კლინიკური ცდებისთვის.

ირანმა COVAX პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის 16, 8 მილიონი დოზა იყიდა, თუმცა, ჯერ არ მიუღია.

ალი ხამენეის აკრძალვის გამო, ვაქცინის შესყიდვა განიხილება ბრიტანეთისა და აშშ-ის გარდა. შესაძლო მიმართულებებს შორის განიხილება ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, კუბა.

რაც შეეხება რუსულ “სპუტნიკ V”-ს ირანის ჯანდაცვის სამინისტროში 2020 წლის ბოლოს აცხადებდნენ, რომ თეირანი პრეპარატის შეძენის დროს რუსულ ვაქცინას გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანია SinoVac Biotech-ის მიერ შემუშავებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, მხოლოდ 50%-ზე ოდნავ მეტ ეფექტურობას ავლენს, მაგრამ ვაქცინამ 50%-იანი ზღვარი გადალახა, რაც ჯანმო-ს მიერ არის დადგენილი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები