“ნავალნის პერსონით აღფრთოვანება საჭირო არ არის” – უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისით აღფრთოვანება საჭირო არ არის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მის გათავისუფლებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ მინისტრმა Україна 24-თან საუბარში განაცხადა.

“ალექსი ნავალნის პერსონით აღტაცებას არ უნდა მივეცეთ, უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ ბუტერბროდის დაბრუნება მოუწევთ, ამასთან, არა მოკბეჩილი, არამედ ახლის, კარგ მდგომარეობაში. აქ არავითარი ილუზიები არ უნდა იყოს. მას რუსული აგრესიისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოუწევთ, თუ მოხდა ისე, რომ დემოკრატიული პროცესების შედეგად ის რუსეთის სათავეში მოვიდა, ან სისტემაში რაიმე პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებს”, – თქვა კულებამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნას უჭერს მხარს.

“ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია. ამიტომ, ალექსი ნავალნი ვლადიმერ პუტინის მტერია, შესაბამისად, მას მხარს ვუჭერთ. ყველაფერი მარტივია”, – თქვა მან.

2014 წლის ოქტომბერში “ეხო მოსკვი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნავალნიმ ყირიმზე საუბარისას თქვა – “მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით იყო მიტაცებული, ამჟამინდელი რეალობა ისეთია, რომ ის რუსეთის ნაწილია. და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. უკრაინელებსაც ვურჩევდი, თავს ნუ იტყუებენ. ის რუსეთის ნაწილად დარჩება და უახლოეს დროში უკრაინის შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ყირიმი ბუტერბროდია ძეხვით თუ რაა, რომ ის დავაბრუნოთ?”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები