“ირანისა და რუსეთის თანამშრომლობა კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს” – ლავროვისა და ზარიფის შეხვედრის დღის წესრიგი ცნობილია

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და მოჰამად ჯავად ზარიფის შეხვედრა მოსკოვში 26 იანვარს გაიმართება.

​ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ორი ქვეყნის დიპლომატი განიხილავს საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, ასევე, ირანის ბირთვულ პროგრამას, სირიის კონფლიქტის დარეგულირებას, ავღანეთს, სპარსეთის სრუტეში შექმნილ ვითარებასა და სხვ.

“თანამშრომლობის ორმხრივადმომგებიანი თანამშრომლობის განვითარება, ასევე, რუსეთისა და ირანის მნიშვნელოვანი პოტენციალის გაერთიანება. არა მარტო ორი ქვეყნის მდგომარეობაზე აისახება უკეთესად, არამედ გააუმჯობესებს ვითარებას ამიერკავკასიის, ახლო და საშუალო აღმოსავლეთში, შექმნის დამატებით პირობებს ამ რეგიონებში სტაბილურობასა და მშვიდობის მდგრადი უზრუნველყოფისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის პირველი დიპლომატის კავკასიური ტურნე დღეს აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო. რუსეთის გარდა, ზარიფი გეგმავს, 27 იანვარს სომხეთს ეწვიოს, ამის შემდეგ ის საქართველოში ჩავა. გარდა ამისა, როგორც ბაქოში ჩასვლამდე ზარიფმა განაცხადა, მას თურქ კოლეგასთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, ამიტომ, არ გამოირიცხება ჩასვლა ანკარაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები