მიხეილ სარჯველაძე: თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჯველაძის თქმით, შესაძლოა ქვეყანაში ახალი მოცემულობა გაჩნდეს.

„მოლაპარაკებები, საზოგადოდ, ყოველთვის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციონერებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, ასეთ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს მოლაპარაკებების შინაარსში, შეიძლება სრულიად ახლებური მოცემულობა გაჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები