არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ ვაქცინაცია ადრეულ ეტაპზე დაიწყოს
“ხელისუფლება ვმუშაობთ იმაზე, რომ ვაქცინაცია ადრეულ ეტაპზე დაიწყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის საზოგადოებასთან ერთად მუშაობა შედეგიანი აღმოჩნდა.
“როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანია. შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვმუშაობთ იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ვაქცინაცია. ხვალ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლიგიური კუთხით არსებულ დინამიკასა და სხვა საკითხებს”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.