ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსული დელეგაციის უფლებამოსილება ისევ არ ცნო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ რუსული დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნო.

წესების თანახმად, საკითხი ასამბლეის პროფილურ კომიტეტში გაგზავნიან.

ვითარების კომენტირებისას რუსული დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ “ევროსაბჭოს სივრცეში ორმაგი სტანდარტები და პოლიტიზირებული მიდგომა განახლდა”.

“ჩვენს პოზიციაში საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა: თუ ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილება სრულფასოვნად არ იქნება აღდგენილი, დელეგაცია სტრასბურგს დატოვებს და სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენთვის მიუღებელია უსამართლო მიდგომები და სანქციები. ეს პარლამენტარიზმის არსს სცდება. ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეას ეყოფა კეთილგონიერება,  საკითხი რუსეთთან ახალ კრიზისში არ გადაიზარდოს”, – თქვა მან.

რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა ყირიმის ანექსიის შემდეგ, პროტესტის ნიშნად რუსებმა სესიებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მოსკოვმა კი ევროპის საბჭოს ბიუჯეტში საწევროს შეტანაზე უარი თქვა.

2020 წლის იანვარში რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება სრულფასოვნად აღუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები