“პუტინი ღელავს იმიტომ, რომ რუსეთში პოლიტიკური ვითარება შეცვლილია – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიუელუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ რუსეთში მასობრივი დაკავებები არის ვლადიმერ პუტინის ნერვული სისტემის გამოვლინება, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვლილია.

ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“ვფიქრობ, რუსეთში ვითარება შეცვლილია და სწორედ ამიტომ ღელავს ასე პუტინი. სწორედ ამიტომ დააკავეს შაბათს 3500 ადამიანი. სწორედ ამიტომ დააკავა მან ნავალნი და მისი მეუღლე. ჩემი აზრით, ევროკავშირმა მკაფიო და გაბედული გზავნილი უნდა გააკეთოს, რომ ეს დაუშვებელია. ჩვენ, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური მექანიზმი გვაქვს. სანქციების გლობალური რეჟიმი. ვფიქრობ, ის გაბედულად უნდა იყოს გამოყენებული”, – თქვა მინისტრმა.

23 იანვარს რუსეთის ბევრ ქალაქში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.

ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან წინადადებით, რომ ევროკავშირმა რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები შემოიღონ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საკითხზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები