საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 16 პაციენტი შეეწირა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ეს 3 071-ე ლეტალური შემთხვევაა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უკანასკნელ ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 253 816-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.

ქვეყანაში 706 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 311 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში ვირუსი 243 396 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები