საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 311 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 253 816-ს შეადგენს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.

გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 107 შემთხვევაა, აჭარაში – 18, იმერეთში – 44, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 26, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 0.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 226, იმერეთში – 611.

ქვეყანაში 706 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25.

კლინიკურ-სასტუმროებში 402 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 205, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 871 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 364 პირი, აჭარაში – 1 125, იმერეთში – 1 846.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 311 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში ვირუსი 243 396 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები