ტრამპი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ შექმნის მესამე მსხვილ პარტიას, რომელიც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კონკურენტი შეიძლება, იყოს.

ამის შესახებ Fox News-ი ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ მრჩეველზე, ჯეისონ მილერზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედიაში გავრცელებული შესაბამისი შინაარსის ინფორმაციის კომენტირებისას მილერმა  აღნიშნა, ტრამპმა “მკაფიოდ თქვა, რომ მისი მიზანია, 2022 წელს რესპუბლიკელებს კონგრესის ორივე პალატა დაუბრუნდეს”.

ასევე, მილერმა ხაზი გაუსვა, რომ “ამ ძალისხმევის მიღმა” ტრამპს არაფერი აქვს დაგეგმილი.

გასულ კვირას გაზეთმა The Wall Street Journal-მა, ასევე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, რაზეც ის თეთრ სახლში უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები