ზურაბ ჯაფარიძე: როდესაც რევოლუციაზე ვსაუბრობ, საუბარია მშვიდობიან პროტესტზე

“როდესაც ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას არჩევნების გზით ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, ასეთ შემთხვევაში რჩება გზა – რევოლუცია, თუმცა რევოლუციაში ერთმანეთის ხოცვა არ იგულისხმება”,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

მისივე თქმით, რევოლუციაში მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს.

“როდესაც ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას არჩევნების გზით ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, ასეთ შემთხვევაში რჩება გზა – რევოლუცია, თუმცა რევოლუციაში არ იგულისხმება ერთმანეთის ხოცვა. რევოლუციები არსებობს მშვიდობიანი. მე ვუჭერ მხარს ყველანაირ მშვიდობიან პროტესტს და წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პატარა ძალადობისაც კი. როდესაც რევოლუციაზე ვსაუბრობ, საუბარია მშვიდობიან პროტესტზე, რომ ამ გზით ხელისუფლება შეიცვალოს”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები