ზურაბ ჯაფარიძე: ნაგვის თავზე დაყრა ძალადობაა – არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი
„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.
ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.
„არ არის ეს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვით აზრის გამოხატვას, ეგ არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა. მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.