მეუფე გერასიმე: შევიკრიბებით პატრიარქთან და მივიღებთ ზომებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ

“შევიკრიბებით პატრიარქთან და შემდეგში უფრო ჩამოვყალიბდებით თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე ეკლესიაში შობის და შემდგომ უკვე ნათლისღების დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიის რუსულ ენაზე ჩატარების ფაქტს.
„ამჯერად არ გვქონია რეაგირება და იქნება ალბათ. ჩვენთან მსგავსი შეტყობინება პირველად შემოვიდა, მივწერეთ წერილი ოფიციალურად და რეაგირებას ველოდებით მათგან. შობას იყო წირვა და ახლა ნათლისღებაზეც ჩაატარეს, ამით ირღვევა სამართლებრივ-კანონიკური წესგანგება ეკლესიისა. მოგეხსენებათ რუსეთის ეკლესია, ისევე როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიები აღიარებენ, როგორც ცხინვალის რეგიონს, ასევე აფხაზეთს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიებად. სამწუხაროდ, ხდება დარღვევები, ერთადერთი ეს არის მხოლოდ რუსეთის ეკლესია, რომელიც არღვევს ამ კანონიკურ წესგანგებას. მივწერეთ წერილი და ველოდებით პასუხს. შევიკრიბებით პატრიარქთან და შემდეგში უფრო ჩამოვყალიბდებით თუ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი კანონიკური ტერიტორიის უფლება“, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები