რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 419 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებული 419 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 74 მოსკოვში.

პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით სულ 69 462 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსკოვში დაღუპულია 74 ადამიანი, სანქტ-პეტერბურგში 61, მოსკოვის შემოერთებულ ტერიტორიებზე კი 37.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები