იტალიაში, საფრანგეთის მსგავსად სათხილამურო კურორტების გახსნა გადაიდო

იტალიის მთავრობის განცხადებით, სათხილამურო კურორტები ჯერჯერობით არ გაიხსნება. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, იგეგმებოდა კურორტების 18 იანვარს გახსნა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება შეიცვალა. ტურ-ოპერატორები შიშობენ, რომ სეზონის გახსნის გადადება ნიშნავს იმას, რომ სეზონი 2021 წელს საერთოდ არ გაიხსნება.

20 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, სათხილამურო კურორტები პირველ თებერვალს აღარ გაიხსნება, ზამთრის კურორტებზე კვლავ არ იმუშავებს საბაგიროები.

ტურიზმის მინისტრის განცხადებით, მოლოდინები იმის შესახებ, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყებოდა თებერვლის მეორე ნახევრიდან, ამ ეტაპზე, არარეალურია.

საფრანგეთში ამჟამად მოქმედებს ე.წ. ლოქდაუნი. საბაგიროები არ გახსნილა გერმანიის სათხილამურო კურორტებზეც. გასულ კვირაში შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ სან მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა – საფრანგეთში ბრიტანელი ტურისტების ერთ-ერთი ჯგუფის 14 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ საბაგიროები დაკეტილია ისინი ალპებს ეწვივნენ. მოგზაურები სასტუმროში,  პოლიცის მეთვალყურეობის ქვეშ არიან იზოლირებულნი.

მედიის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზირებას არ საჭიროებს არცერთი ინფიცირებული, თუმცა, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, არიან თუ არა ტურისტები კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები