საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1456 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR ტესტით.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  253 518-ს.

“ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 242 085-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 49, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 2, იმერეთში – 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 153 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 128, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 837 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 453 პირი, აჭარაში – 1 218, იმერეთში – 2 086″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები